რუსეთი თურქეთთან ერთად შავ ზღვაზე ახალი გაზსადენის გაყვანას იწყებს. შესაბამის კონტრაქტს ხელი რუსული "გაზპრომისა" და თურქული "ბოტასის" ხელმძღვანელებმა მოაწერეს. გაზპრომის დირექტორის, ალექსეი მილერის განმარტებით, იურიდიულ პირს, რომელიც პროექტის რეალიზებას უზრუნველყოფს, რუსული მხარე დაამტკიცებს, თუმცა პროექტში მონაწილეობას თურქი პარტნიორებიც მიიღებენ. ახალი გაზსადენით თურქეთი რუსეთისგან 14 მილიარდ კუბამეტრ აირს მიიღებს. ამასთან, მილერი თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ე.წ. ჰაბის შექმნასაც არ გამორიცხავს, საიდანაც ბუნებრივ აირს ევროპაც მოიხმარს. თურქეთისთვის კი რუსეთი გაზის ღირებულებას 6 პროცენტით შეამცირებს.
მასალის გამოყენების პირობები