იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ირანთან თანამშრომლობის გაღრმავებას შეეცდება, ვაშინგტონი მოსკოვს სანქციებს გაუმკაცრებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა. მისივე თქმით, თეთრი სახლი რუსეთსა და ირანს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს თვალს აქტიურად ადევნებს და იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი თეირანთან ეკონომიკურ თანამშრომლებას დაიწყებს, სანქციები გარდაუვალი იქნება. ირანთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ 30 ნოემბერს რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა ალექსეი ულიუკაევმა განაცხადა. მისი თქმით, "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" პროგრამის ფარგლებში რუსეთი ირანისგან ნავთობს შეიძენს, სანაცვლოდ კი ურანი ხორბალსა და სასურსათო პროდუქტებს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები