კიევი და დონბასი ცეცხლის შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ. ეუთოს შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკება გვიან ღამით წარმატებით დასრულდა. მხარეთა შეთანხმებით, დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები უკვე შეწყვეტილია, რასაც სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერი არ ადასტურებს. დენის პუშილინის თქმით, მისთვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შესახებ არავის უცნობებია, ლოკალური შეტაკებები დონეცკის აეროპორტში ამ წუთებშიც გრძელდება.