ბარაქ ობამა პოლიციელთა მომზადების დონის ასამაღლებლად კონგრესს 263 მილიონი დოლარის გამოყოფას სთხოვს. სოლიდური თანხით საპატრულო პოლიცია 50 ათას მინიატურულ კამერას შეიძენს, რომლებიც სამართალდამცავებმა უნდა ატარონ, თანხის ნაწილი კი სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის გაუმჯობესებას მოხმარდება. პოლიციელტა ვიდეოკამერებით აღჭურვის გადაწყვეტილება ობამამ ფერგიუსონში დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. პოლიციელის მიერ ფერადკანიანი მოზარდის მკვლელობას ქალაქში მასობრივი უწესრიგობები მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები