უკრაინული hromadske.tv-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ფრაქციის სხდომაზე მინისტრობის ის კანდიდატები დაასახელა, ვის წარდგენასაც გეგმავს უკრაინის მთავრობაში დასამტკიცებლად. მათ შორის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე პოროშენკომ ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურა დაასახელა.
კვიტაშვილი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. მოგვიანებით, ის ასევე გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
მასალის გამოყენების პირობები