საბერძნეთში ქალაქ ჰალკიდიკში მკვლელობის საქმეზე 5 ქართველი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ქართველებს ერთ-ერთი ტავერნას 58 წლის მეპატრონის მკვლელობა ედებათ ბრალად.
ბერძნული მედიასაშუალებების ცნობით, ტავერნის მეპატრონის მკვლელობაში ბრალდებულებს შორის ერთი ქალია. სწორედ ეს ქალი მუშაობდა ტავრენას 58 წლის მეპატრონესთან. სწორედ მან შეატყობინა დანარჩენ ქართველებს, რომ ტავერნას მეპატრონეს სეიფშიდიდი რაოდენობით თანხა ჰქონდა.
ადგილობრივივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ტავერნის მეპატრონე დააბეს, შემდეგ კი სეიფის კოდის გაცემაზე უარის მიღების გამო სასიკვდილოდ სცემეს.