ნავთობის გაუფასურების პროცესი ხანგრძლივი ვადით შენარჩუნდება. პესიმისტურ პროგნოზებს რუსეთის ბანკის თავმჯდომარის მოადგილე აკეთებს. ქსენია იუდაევის განმარტებით, შავი ოქროს ფასი დაცემას 2015 წელსაც განაგრძობს, რის შედეგადაც ინფლაციის მაჩვენებელი რუსეთში 10 პროცენტამდე გაიზრდება. დღეისათვის ბარელი ნავთობის ღირებულება ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე 70 დოლარს შეადგენს.