გაერომ სირიელ ლტოლვილებს დახმარება შეუწყვიტა. ამის მიზეზად სურსათის საერთაშორისო პროგრამის კოორდინატორები სახსრების უქონლობას ასახელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური დახმარების გარეშე იორდანიაში, თურქეთში, ერაყსა და ეგვიპტეში მყოფი 1,7 მილიონამდე ლტოლვილი დარჩება, რის გამოც მათ შიმშილობის საფრთხე ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები