რუსული რუბლის კურსი ვარდნას განაგრძობს. დღს დილით მოსკოვის საფინანსო ბირჟაზე დოლარის კურსმა 49,32 რუბლი შეადგინა, რაც გასული კვირის მაჩვენებელზე 2,48 რუბლით მეტია, ევროს ღირებულება კი 51,80 რუბლით განისაზღვრა. რუსული ეროვნული ვალუტის კურსი ივნისიდან ეცემა, რაც დასავლეთის სანქციებითა და ნავთობის გაუფასურებით არის გამოწვეული.
მასალის გამოყენების პირობები