მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დაკრძალვის ცერემონიაზე აიფეთქა. ინციდენტს 9 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ბოლო 2 დღის განმავლობაში ეს ქაბულში მომხდარი მე-3 მასშტაბური ტერორისტული აქტია.
მასალის გამოყენების პირობები