გარანტიების გაცემა, რომ ალიანსის გაფართოება არ მოხდენა, ნატოს პრინციპებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რიუსელში, ქართველი ჟურნალისტოს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა იქნება ნატოს პასუხი რუსეთის მხრიდან გარანტიის მოთხოვნაზე, რომ არ მოხდება ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გარანტიების გაცემა ნატოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.
"გარანტიების გაცემის იდეა, ეწინააღმდეგება ნატოს იმ პროინცოპებს, რომელსაც ჩვენი უსაფრთხოება ეფუძნება. სუვერენულმა სახელმწიფომ თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება. ამიტომ, ჩვენვერ არ გვსურს გარანტიების გაცემა. ჩვენ პოლიტიკა ეფუძნება ღია კარის პოლოტიკას, რომელიც წარმატებულია. ქვეყნებმა, თავად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა იმ სამხედრო ორგანიზაციის წევრობა, როგორიც ნატოა, თუ სურს, მაშინ ჩვენ ვერთვებით პროცესში. მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნატოს წევრობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, გაწევრიანების საკითხი ნატოსა და ამ ქვეყნის გადასაწყვეტია და ვერც ერთ, ნატოს მიღმა მყოფ ქვეყანას ნატოს გაფართოებაზე ვერ ექნება ვეტოს უფლება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.