რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ ხორბლის ექსპორტზე მცოცავი გადასახადი დააწესოს.
რუსეთი, რომელიც ამ დროისათვის ფინანსური კრიზისის დასაწყისში იმყოფება, შეეცდება, რომ მოახერხოს და ხორბლის შიდა ბაზარზე შეაკავოს, რათა ინფლაციას ებრძოლოს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ფონზე გამორიცხული არ არის, რომ ხორბლის ექსპორტზე დამატებითი გადასახადი დაწესდეს.
რუსეთი სამხრეთ აფრიკისათვის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის ხორბლის მთავარი მიმწოდებელია. მცოცავი გადასახადის დაწესებით კი ქვეყანა 2015 წლისთვის შიდა ბაზრის დაცვას შეეცდება.
რუსულმა ბაზარმა პირველი შოკი ჯერ კიდევ 2010 წელს განიცადა, როდესაც შიდა ბაზრის დასაკმაყოფილებლად ხორბლის ექსპორტზე გარკვეული შეზღუდვა და ემბარგო დააწესა. შედეგად ხორბლის ფასმა ზრდა დაიწყო, რამაც არაბული ქვეყნების სოციალური მღელვარება გამოიწვია.
სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, ექსპერტები შიშობენ, რომ რუსეთის მიერ მცოცავი გადასახადის დაწესებაც საბოლოდ გარკვეულ პრობლემებს შექმნის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამჯერად ექსპორტის შეზღუდვა გამოსავალი არ არის და უფრო მისაღები მცოცავი გადასახადია.
2015 წლისთვის რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი სავარაუდოდ 17 %-ით შემცირდება.