დონალდ ტუსკი დღეიდან ევროსაბჭოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას გადაიბარებს. პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამ პოსტზე ბელგიის ყოფილ პრემიერს, ჰერმან ვან რომპეის ჩაანაცვლებს. ევროსაბჭოს ახალი პრეზიდენტის მთავარ გამოწვევად პოლიტიკური ექსპერტები ევროპის ეკონომიკის აღორძინებას ასახელებენ. ტუსკი ევროზონის სამიტებსაც უხელმძღვანელებს, რომლის წევრიც პოლონეთი არ არის. მთავარ პოლიტიკურ ინტრიგად კი ექსპერტები ევროკავშირის პოლიტიკის კოორდინატორთან ტუსკის დაპირისპირებას ასახელებენ. ცნობილია, რომ პოლონეთის ყოფილი პრემიერი უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობს და მოსკოვისთვის სანქციების გამკაცრებას უჭერს მხარს, ფედერიკა მოგერინი კი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არაეფექტურად მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები