ინფლაციის მაჩვენებელი რუსეთში წლის ბოლოსთვის 9 პროცენტს მიაღწევს. პესიმისტურ პროგნოზს ეკონომიკის მინისტრი ალექსეი ულიუკაევი აკეთებს. მისივე განმარტებით, ინფლაცია მომავალი წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე შენარჩუნდება რუბლის კურსის ვარდნის ტენდენციაც, რაც პროდუქტებზე ფასების მატებას გამოიწვევს. ოფიციალური სტატისტიკით, 10 ნოემბრიდან რუსეთში პროდუქტების ღირებულება 7,6 პროცენტით არის გაზრდილი.
მასალის გამოყენების პირობები