მოლდოვა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მოლოდინშია. ამ დროისათვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 90 პროცენტის დათვლა შეძლო. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მცირედი უპირატესობით პროევროპული პარტიები ლიდერობენ, რომლებიც კოალიციის შექმნის შემთხვევაში მომავალ საკანონმდებლო ორგანოში 101-დან 54 მანდატს მიიღებენ. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სოციალისტურ პარტიას ხმა ამომრჩეველთა 21,92-მა პროცენტმა მისა, მეორე ადგილზე ხმათა 18,97 პროცენტით ლიბერალ-დემოკრატები გავიდნენ, კომუნისტურ პარტიას მხარი ელექტორატის 18,12 პროცენტმა დაუჭირა, დემოკრატებმა ხმათა 16,01, ლიბერალებმა კი 8,84 პროცენტი მოიპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები