ირანელ ექიმს სახეში მჟავა შეასხეს. თეირანის ერთ-ერთი საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ანვარი სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მას თავს ორი მოტოციკლისტი დაესხა. შედეგად, ექიმმა სახის მძიმე დამწვრობა და თვალების დაზიანება მიიღო. მომხდართან დაკავშირტებით პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სახეში მჟავის შესხმა ირანში ანგარიშსწორების ყველაზე პოპულარული მეთოდი გახდა. მხოლოდ ბოლო 2 კვირის განმავლობაში თეირანში ტავდამსხმელებმა 4 ქალი დაასახიჩრეს.