მოსკოვში მედიკოსთა აქციები გრძელდება. აქციაში სახელწოდებით „ხელმისაწვდომი მედიცინისთვის" მონაწილეობა 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დახურვის ფაქტები გააპროტესტეს და სამარცხვინოდ დაბალი ხელფასების გაზრდა მოითხოვეს. ანალოგიური აქცია მოსკოველმა მედიკოსებმა თვის დასაწყისშიც გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები