რომის პაპმა კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს ერთიანობისკენ მოუწოდა. ფრანცისკ პირველმი თურქეთში ვიზიტის ბოლო დღეს სტამბოლში მართლმადიდებლურ ლიტურგიას დაესწრო, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ბართლომე პირველმა ჩაატარა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ რომის პაპი ახალი ინიციატივით გამოვიდ. მისი თქმით, 1054 წელს მომხდარ განხეთქილებას ბოლო უნდა მოეღოს და ეკლესიამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს. ფრანცისკ პირველმა და ბართლომე პირველმა შეშფოთება გამოთქვეს ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამოც და დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები