ბარაკ ობამას ქალიშვილები გააკრიტიკეს. პესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა სტივენ ფიტჩერ ელიზაბეტ ლაუტენმა საშას და მალიას ჩაცმულობა და მანერები დაუწუნა. სოციალურ ქსელ ფეისბუკში ლაუტენმა მათ უგემოვნოები უწოდა. რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებით, მადლიერების დღის ტრადიციულ ცერემონიალზე საშას და მალიას ზომაზე მეტად მოკლე კაბები ეცვათ და მოწყენილი სახეებით იდგნენ, რაც თეთრი სახლის ეტიკეტის დარღვევა იყო. ლაუტენის თქმით, გოგონებს ტრადიციისთვის პატივი უნდა ეცათ და თავი უფრო მხიარულად დაეჭირათ.
მასალის გამოყენების პირობები