შვეიცარიაში საემიგრაციო კანონი არ გამკაცრდება. საყოველთაო რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ელექტორატის 74-მა პროცენტმა ხმა ემიგრაციის შეზღუდვის წინააღმდეგ მისცა. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლები ხმას საემიგრაციო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას მისცემდნენ, შვეიცარიის მთავრობა ემიგრაციას 80 ათასიდან 16 ათას ადამიანამდე შეზღუდავდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში შვეიცარიის მისახლეობა მილიონი ადამიანით გაიზარდა და დღეისათვის 8,2 მილიონს შეადგენს. მოსახლეობის 23 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა.
მასალის გამოყენების პირობები