რამზან კადიროვი თანამემამულეებს უცხოური სოციალური ქსელების გამოყენებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ინსტტაგრამის გვერდზე დაწერა. „რუსეთი ამერიკულ სოციალურ ქსელებზე ზის, მაშინ, როდესაც ჩვენი vkontakte.ru არაფრით ჩამოუვარდება ამერიკულ სოცქსელებს. მოდით, ეტაპობრივად გადავიდეთ ჩვენს ქსელებზე და ვიხმაროთ ჩვენი სმარტფონები. ნუ მოიხმართ უცხოურ სოციალურ ქსელებს და ნუ იყიდით iPhone-ბს."-წერს ჩეჩნეთის ლიდერი.
მასალის გამოყენების პირობები