„ნავთობი სურსათვის სანაცვლოდ" პროგრამის ფარგლებში რუსეთი ირანისგან ნავთობს, ირანი კი რუსეთისგან ხორბალს და სურსათს მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა ალექსეი ულიუკაევმა განაცხადა. მისივე განმარტებით, პროექტის რეალიზაცია შესაძლოა უახლოეს ხანებში დაიწყოს, ამჟამად კი მხარეები შეტანხმების დეტალებს განიხილავენ. გარდა ამისა, რუსეთი ირანიდან სანავთობო და საგაზო მოწყობილობების, ავტომანქანებისა და საავიაციო ნაწარმის იმპორტსაც გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები