რუსეთის მინისტრთა კაბინეტი „როსნეფტის" პრივატიზაციას იწყებს. ამის შესახებ სააგენტო „იტარ-ტასი" იყყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა ნავთობგიგანტის 19,5 პროცენტის პრივატიზირებას უკვე დათანხმდა. ერთი აქციის ღირებულება სავარაუდოდ 8,12 დოლარს შეადგენს. „როსნეფტი" ერთ-ერთია იმ რუსულ ენერგოსაწარმოებს შორის, რომლებზეც ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სანქციები ვრცელდება. ფინანსური პრობლემების გამო კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 ტრილიონი რუბლის გამოყოფას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები