ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაულის ფარგლებში თბილისური დღეები აღინიშნა. საელცოს მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თბილისის ხედების ფოტო-გამოფენა, ასევე მუსიკალური პროგრამა და ტრადიციული, ქართული კულინარიული ხელოვნება. მოწვეულ სტუმრებს პროფესიონალი ქართველი მზარეულის დახმარებით თავად შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა ქართული კერძების მომზადებაში. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა. მან მოკლედ ისაუბრა ქართული ტრადიციებზე, მიმოიხილა თბილისის ისტორიული და კულტურული მახასიათებლები, ყურადღება გაამახვილა ქალაქის მრავალეთნიკური უნიკალურობის შესახებ. ღონისძიებას ესტონეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სამინისტროს, კულტურისა და ხელოვნების, აკადემიური, არასამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. თბილისურ დღეებში ასევე მონაწილეობა მიიღეს ტალინში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა.
მასალის გამოყენების პირობები