პოლიციის მიერ დღეს დაკავებული "ეროვნული საბჭოს" წევრები განთავისუფლეს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა.
"ყველა დაკავებული ამ დროისთვის უკვე განთავისუფლებულია. მათ სასამართლომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით ჯარიმების გადახდა დააკისრა, ხოლო ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს", - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტამბა "თბილისელებთან" პოლიციასა და "ეროვნული საბჭოს" წევრებს შორის შეტაკება მოხდა. დაჭერილის ოპოზიციის 7 წევრი.