რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ალქსეი პუშკოვი, უკრაინაში, მაღალ თანამდებობებზე ქართველი პოლიტიკოსების შესაძლო დანიშვნას, "ტვიტერი"-ს საკუთარ გვარდზე ეხმიანება.
პუშკოვი, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე საქართველოს ესქპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას სთავაზობს.
"პოროშენკოს ახალი სიტყვა - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე პრეტენზიას აცხადებს, ქართველი, სააკაშვილის თანამოაზრე. რატომ არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი თავად სააკაშვილი? ", - წერს პუშკოვი.