ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფოს ახალი სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ივნისის ბოლოს იქნება მზად. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა დღეს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, სამოქმედო გეგმის პირველი სამუშაო ვარიანტი თვის ბოლოს იქნება მზად, ხოლო საბოლოო ვარიანტი ივნისის ბოლოს.
იაკობაშვილის გამარტებით, სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხილვას საგანგებო კონფერენციაც მიეძღვნება, რომელიც საფრანგეთში ან ბელგიაში გაიმართება. როგორც იაკოაბშვილი აცხადებს კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა საფრაგნგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბერნარ კუშნერმა. იაკობაშვილი აღნიშნავს, რომ სტრატეგია თარგმნილია რუსულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე და ტექსტი უკვე გაეგზავნა ევროკავშირს, ეუთოს, გაეროს, ევროსაბჭოს და ნატოს. ასევე გაეგზავნა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელობას.
მინისტრის თქმით, სტრატეგია ჯერჯერობით არ არის გაგზავნილი თურქეთისა და ლონდონისთვის, თუმცა ამის მიზეზებს იაკობაშვილი არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ სტარატეგია აღნიშნულ ქვეყნებს უახლოეს მომავალში გაეგზავნება.
როგორც იაკობაშვილი აცხადებს, აფხაზეთსა და ოსეთს, ორი თემი ჰყავს - ოკუპირებულ რეიგონებში დარჩენილი მოსახლეობა და ამ ტერიტორიიდან წამოსული ადამიანები, რომელთა მოსაზრება ნებისმიერ მოლაპარაკებაში გათვალისიწნებული უნდა იქნას. იაკობაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ სტრატეგიის დოკუმენტი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ასევე გადაეცა რუსულ მხარეს, რომელთაც აღნიშნეს, რომ დოკუმენტს გაეცნობიან, თუმცა მათი მხრიდან წინასწარვე კეთდება შეფასებები, რომ სტატეგია ამერიკის დაწერილია, რასაც იაკობაშვილი კატეგორიულად უარყოფს.
"აქამდე არ ვიცოდი ამერიკელი თუ ვიყავი. კარასინმა ეტყობა დოკუმენტში აღმოაჩინა რომ ქართველებს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება სურთ და არ მოეწონა" - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, იაკობაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ცდილობს გამონახოს იურიდიული მექანიზმები იმისათვის, რომ ოკუპირებილი რეგიონების მოსახლეობას საქართველოს პირადობის მოწმობები გადაეცეთ და მათთვის ასევე შეიქმნას სპეციალური სამგზავრო დოკუმენტი.