კიევი დონბასში 252 საწარმოს ხურავს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის სამინისტრომ გასცა. „2014 წლის 28 ნოემბრიდან ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში არსებული ყველა სახელმწიფო საწარმო, ორგანიზაცია და გაერთიანება, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის, ფუნქციონირებას წყვეტს,"-ნათქვამია უწყების განცხადებაში. დონბასის საწარმოების გაჩერება კიევის მიერ დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის ნაწილია. გასულ კვირას კიევმა სეპარატისტულ ოლქებში ხელფასებისა და პენსიების გაცემაც შეწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები