ეგვიპტე მასშტაბური საპროტესტო აქციების მოლოდინშია. ისლამისტებმა 28 ნოემბერი „რისხვის პარასკევად" გამოაცხადეს. ქაიროსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში „სალაფისტთა ფრონტი" და „მუსლიმანთა საძმო" ერთობლივ მსვლელობებს გამართავს და ისლამური იდენტობის შენარჩუნებას მოითხოვს. მოსალოდნელ არეულობებთან დაკავშირებით ოფიციალურმა ქაირომ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღო. ხელისუფლების განკარგულებით, 25 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში სპეცრაზმელები საბრძოლო იარაღის გამოყენებასაც არ მოერიდებიან.
მასალის გამოყენების პირობები