"კონსერვატორების" ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელისუფლებას დემოკრატიული არჩევნების ჩატარება აიძულოს.
ამის შესახებ ძიძიგურმა დღეს "სამართლიანი საქართველოს" ოფისში "ეროვნული საბჭოს" ლიდერების მიერ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ვაცხადებთ, რომ პოლიტპატიმრებისა და სტამბების განთავისუფლების მოთხოვნით შემდგომი ნაბიჯებს აუცილებლად გადავდგამთ. ჩვენ არ გვინდა პროცესები არჩევნების გარეთ წავიდეს, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელისუფლებას დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ვაიძულოთ", _ აღნიშნა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტამბა "თბილისელებთან" პოლიციასა და "ეროვნული საბჭოს" წევრებს შორის შეტაკება მოხდა. დაჭერილის ოპოზიციის 5 წევრი.