"ხალხის პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.
ამის შესახებ დავითაშვილმა დღეს "სამართლიანი საქართველოს" ოფისში "ეროვნული საბჭოს" ლიდერების მიერ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პოლიტიკური პარტიის ლიდერების მისვლამდე გახსნილი სტამბა დაუდგენელი პირების მიერ ისევ დალუქული დაგვხვდა, რომელსაც პოლიცია იცავდა. ეს არის ღია პოლიტიკური დევნა და ტერორის მცდელობაა. ვაი, შენ საცოდავო მერაბიშვილო ვინ უნდა შეაშინო შენ თვითონ შესაშინებელო, შენ ვის უნდა უჯიკო თვითონ საჯიკებელო. მერაბიშვილის მსგავსი კაცუნების ჩვენ არ გვეშინია და მათ მიმართ ჩვენი პასუხია - ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ", - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტამბა "თბილისელებთან" პოლიციასა და "ეროვნული საბჭოს" წევრებს შორის შეტაკება მოხდა. დაჭერილის ოპოზიციის 5 წევრი.