"სამართლიანი საქართველოს" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლებას ოპოზიციის წევრების დაშინებაში ადანაშაულებს.
"ის, რომ ვიღაც პირობითად კანონს აიფარებს და იტყვის, რომ ჩვენი კუთვნილი მასალები სტამბაში კანონით არის დალუქული, ეს ასე არ იქნება. არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ გვითხრას, კერძო საკუთრება და მასალებს არ დაგიბეჭდავთ ან ორჯერ მეტი გადაიხადეთო. ჩვენთან ასეთი საუბარი არ გამოვა, ეს არის საარჩევნო კამპანია, რომელიც ეხება იმას შეგვაშინებენ თუ ვერა, მაგრამ ჩვენ ვერ შეგვაშინებენ", - აღნიშნა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ნოღაიდელმა.
მისვე თქმით, რაც ქვეყანაში ხდება ამისთვის მერაბიშვილი და სააკაშვილი კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.
"ეს ხელისუფლება დაინგრევა და დაიშლება, მერაბიშვილი და სააკაშვილი მთელი სიმკაცრით პასუხს აგებენ კანონის წინაშე და ფრთხილად იყავით.
მერაბიშვილი 64%-ს ვერ გაიფორმებს. მაშინ მე მკვდარი უნდა ვიყო. მე ამას მთელი პასუხისმგებლობით ვიძახი. მე კი უახლოესი ორი თვის განმავლობაში სიკვდილს არ ვაპირებ", - აღნიშნა ნოღაიდელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტამბა "თბილისელებთან" პოლიციასა და "ეროვნული საბჭოს" წევრებს შორის შეტაკება მოხდა. დაჭერილის ოპოზიციის 5 წევრი.
A