უკრაინა უნიტარული სახელმწიფო იქნება და არა ფედერაცია. ამის შესახებ პრეზიდენტმა პოროშენკომ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.
„23 წლიანი, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბალანსირებული პოლიტიკა დღეს უკვე განსაზღვრული მიმართულებით შეიცვალა. უკრაინის მცხოვრებლების 100 პროცენტს ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება სურს. მათ უმრავლესობას უნდა არა ფედერაცია, არამედ უნიტარული სახელმწიფო. სახარება გვასწავლის, რომ დანაწევრებული სამეფოები დაეცემიან. ამიტომ, მოდით ვიცხოვროთ ერთიან ქვეყანაში,"-განაცხადა პოროშენკომ.