ევროკავშირი უკრაინას დეცენტრალიზაციისა და რეგიონალური პოლიტიკის რეფორმებისთვის 55 მილიონ ევროს გამოუყოფს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა და უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი პიატნიცკიმ მოაწერეს.
რეფორმა რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ტერიტორიალურ და სოციალ-ეკონომიკური ერთობის გაძლიერებას და რეგიონალური განვითარების ეფექტური სისტემის შექმნას ითვალისწინებს.