ლუკაშენკო რუსეთის ქმედებებით უკმაყოფილოა. ბელარუსის ლიდერი მოსკოვს მას შემდეგ გაუნაწყენდა, რაც რუსულმა მხარემ ბელარუსული პროდუქციის იმპორტი შეზღუდა.
„მე არათუ მაკვირვებს რუსეთის ხელისუფლების საქციელი, არამედ მთრგუნავს კიდეც. თუ უახლოეს ხანებში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები არ დარეგულირდება, ჩვენ ადექვატურ რეაგირებას მოვახდენთ. ვერ ვხვდები, ეს რა საქციელია,"-განაცხადა ლუკაშენკომ პეტერბურგის გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან შეხვედრისას.
"როსსელხოდნადზორმა" ბელარუსიდან ხორცის იმპორტი ორშაბათიდან შეაჩერა, რასაც რუსული მხარე იმ მოტივით ხსნის, რომ ბელარუსიდან რუსეთის ტერიტორიაზე ევროკავშირში წარმოებული პროდუქტი შედის.