მოსკოვში თავს ტაჯიკეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დაესხნენ. მაკსუდ იბრაგიმოვს თავდამსხმელებმა დანით მძიმე ჭრილობები მიაყენეს დაშემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
იბრაგიმოვი ახალგაზრდულ ორგანიზაცია „ტაჯიკეთის აღორძინებას" ხელმძღვანელობს, რომელიც ტაჯიკეთის ხელისუფლებას შავ სიაში ჰყავს შეყვანილი. ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი მოსკოვში ტაჯიკეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგებს სისტემატიურად აწყობდა.