უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველ სესიაზე მმართველი კოალიცია შექმნა და პრემიერ-მინისტრად არსენი იაცენიუკი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 341-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ახლადარჩულმა პრემიერმა პარლამენტს სიტყვითაც მიმართა.
„2015 წელი უფრო რთული იქნება, ვიდრე 2014. ყველაფერი ჩვენს ხელშია. ამიტომ, მოდით ვიმუშაოთ,"-განაცხადა იაცენიუკმა. რაც შეეხება მმართველ კოალიციას, მასში „პეტრო პოროშენკოს ბლოკის," „სახალხო ფრონტის," „რადიკალური პარტიის," პარტია „სამოპომოშისა" და „ბატკივშინას" 302 დეპუტატი გაერთიანდა.