ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნებულ, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყონებლივ გამართვას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნა ბაღათურიამ დღეს, პარლამენტის სესიაზე დააყენა და აქვე განმარტა, რომ იგი იზიარებს ოპოზიციის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
"ქვეყნის გარეთ თუ შიგნით ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელსაც ანალიზი სჭირდება და აუცილებელია, დაუყოვნებლივ გაიმართოს უშიშროების საბჭოს სხდომა, რათა აღნიშნული საკითხები განიხილოს. ამ სხდომაზე უნდა გახდეს ცნობილი მინისტრის პოზიციების შესახებ, რაზეც თავად ისაუბრებს. მერაბიშვილმა თავად უნდა განმარტოს ინტერვიუ და არა მისმა უწყებამ", - განაცხადა ბაღათურიამ.