ტაილანდში ინტერპოლის მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს. მუზაფარ დადაევი მოსკოვის მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ტაილანდში რუსეთის მოქალაქის დაკავების მე-9 შემთხვევაა. 19 ნოემბერს ბანკოკში კიდევ ერთი ძებნილი, ნოვოსიბირსკის მკვიდრი რომან კაიდანიკი დააპატიმრეს, რომელსაც ბრალი ფინანსურ თაღლითობაში ედება.