კიმ ჩენ ინმა საკუთარი და დააწინაურა. კიმ იო ჩჟონი შრომის პარტიის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 29 წლის ჩჟონი ფხენიანის ერთადერთი ნათესავია, რომელიც მაღალ პარტიულ პოსტს იკავებს. მანამდე ინის მამიდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მრჩევლად მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დახვრიტეს, საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა. ინების ოჯახი ჩრდილოეთ კორეას 1948 წლიდან მართავს.
მასალის გამოყენების პირობები