ანტირუსულ სანქციებს ახალი ზელანდიაც შეუერთდა. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ბანკებმა რუსეთის სახელმწიფო ბანკებს საკორესპონდენციო ანგარიშები დაუხურეს. შავ სიაში „გაზპრომბანკი" და „ვნეშეკომბანკიც" მოხვდა. ანალოგიური სანქციები გასულ კვირას რუსულ ბანკებს ავსტრალიამაც დაუწესა.
მასალის გამოყენების პირობები