იოზიფ კობზონი უკრაინის სახალხო არტისტის ტიტულზე უარს ამბობს. ამის შესახებ კიევის მიერ „პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებულმა მომღერალმა სააგენტო „რია ნოვოსტის" განუცხადა. „მე არ მსურს ეს ტიტული, თუმცა ამის თაობაზე კიევისთვის არ მიმიმართავს. თვითონ დნეპროპეტროვსკისა და პოლტავის საპატიო მოქალაქეობა ისე ჩამომართვეს, ჩემთვის არც უცნობებიათ. ამიტომ, მათთან საუბარს არ ვაპირებ,"-განაცხადა მომღერალმა. იოზიფ კობზონი უკრაინის რამდენიმე ქალაქის საპატიო მოქალაქე იყო, თუმცა ანტიუკრაინული რიტორიკისა და ქმედებების გამო მას ყველა ტიტული ჩამოართვეს.
მასალის გამოყენების პირობები