მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე ქაალქ ფერგიუსონში პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა. მათ უმრავლესობას ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მარადიორობა და ხულიგნობა ედება. მასობრივი უწესრიგობები ფერგიუსონში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა დარენ უილსონმა სპორტულ მოედანზე 12 წლის მოზარდი მოკლა. როგორც ძიებით გაირკვა, ბავშვს ხელში პნევმატური პისტოლეტი ეჭირა, რომელიც პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღი ეგონა. სასამართლომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უდანაშაულოდ ცნო.
მასალის გამოყენების პირობები