მოსკოვისთვის მისტრალების გადაცემაზე უარის თქმის გამო პარიზს პრობლემები შეექმნება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, რუსულ მხარეს კონტრაქტი იცავს, რომელიც საფრანგეთმა დაარღვია. "ეს საფრანგეთის პრობლემაა და არა რუსეთის. თუ პარიზი გადაწყვეტილებას არ შეიცვლის, ამაზე პასუხის გაცემა საერთაშორისო სასამართლოში მოუწევს, სასამართლო პროცედურები კი ვფიქრობ, დიდხანს არ გაჭიანურდება,"-განაცხადა ლავროვმა.