ებოლას ვაქცინა ეფექტურია. ფარმაცევტულ კომპანია "გლექსო სმიზ ქლაინის" მიერ წარმოებული მედიკამენტი შეერთებული შტატებში 20 მოხალისეზე გამოცადეს. როგორც პირველადმა შედეგებმა აჩვენა, ვაქცინა უსაფრთხოა და ის იმუნურ სისტემას ვირუსთან ბრძოლაში ეხმარება. ამასთან, პრეპარატს არანაირი უკუეფექტები არ აქვს. კვლევის შედეგები გვიან ღამით ამერიკის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.