ბარაქ ობამამ ინდაური შეიწყალა. მადლიერების დღის ტრადიციული რიტუალი ამჯერად თეთრ სახლში განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა. ვაშინგტონში ტემპერატურის მკვეთრად დაცემისა და უხვთოვლობის გამო ღონისძიება ვარდების ბაღიდან თეთრი სახლის ერთ-ერთ დარბაზში გადაიტანეს.
ობამა ინდაურის შეწყალების ცერემონიალზე ქალიშვილებთან, საშასთან და მალიასთან ერთად მივიდა. მანმადე კი ობამების უჯახმა ტრადიციულად, პროდუქტები დაარიგა.