რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ძალოვან სტრუქტურებს ყირგიზეთში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვა უბრძანა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" კრემლზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ მედვედევმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა ყირგიზეთში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები განსაკუთრებული კონტროლისა და დაცვის ქვეშ აიყვანონ.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს ყირგიზეთში განავითარებულ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ბიშკეკში მომხდარი არეულობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს და დაშავებულთა რაოდენობამ 500-ს ადამიანს გადააჭარბა. ქვეყანას ამ დროისთვის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით ეროვნული თანხმობის მთავრობა მართავს. მინისტრთა კაბინეტი კი სრული შემადგენლობით გადაგა.