ანდრეი მაკარევიჩი უკრაინაში კონცერტებს გამართავს. ლეგენდარული როკ-ჯგუფის, „მაშინა ვრემენის" ლიდერის განცხადებით, გასტროლები 2015 წელს შედგება. მაკარევიჩი იმედოვნებს, რომ ამ დროის განმავლობაში უკრაინაში ვითარება დარეგულირდება. ამასთან, როგორც მუსიკოსი აცხადებს, კონცერტებს ის უკრაინის ხელისუფლების მხარდასაჭერად არ გამართავს.
„მე არ ვაპირებ უკრაინელი ჯარისკაცების ან ხელისუფლების გართობას. მე ჩავდივარ უკრაინელ ხალხთან, რომელსაც პუტინი მოძმე ხალხს უწოდებს. ჩავდივარ იმისათვის, რომ რუსეთის მიმართ ზიზღი, რომელიც უკრაინელ ხალხს ობიექტურად გაუჩნდა, შევანელო,"-აცხადებს მაკარევიჩი.