რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სამ უკრაინულ ბანკს ყირიმში მუშაობა აუკრძალა. მოსკოვის „შავ სიაში" „ზოლოტიე ვოროტა," „ნეოს ბანკი" და „კრედი აგრიკოლ ბანკი" მოხვდა. საკუთარ გადაწყვეტილებას რუსული მხარე უკრაინული ბანკების მიერ კრედიტორთა წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ხსნის. ყირიმში უკრაინული ბანკები სექტემბრიდან იხურება. ფუნქციონირება უკვე შეწყვეტილ აქვთ „აქტივ ბანკს," „იუნესკ ბანკსა" და „ლეგბანკს."