"ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენლის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით სოზარ სუბარის ინიციატივას ოპოზიციური ძალების მხრიდან ჯერჯერობით "არანაირი გამოძახილი არ მოჰყოლია".
"სოზარ სუბარის ამ კეთილი ნების ჟესტს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატის შერჩევას ითვალისწინებს და ამასთან, "ალიანსი" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზეც ამბობს უარს, ჯერჯერობით არანაირი გამოძახილი არ მოჰყოლია", - განუცხადა დოლიძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, არ არის გამორიცხული სუბარი-გაჩეჩილაძის კონსულტაციები გააგრძელდეს.